Sunday, June 29, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

1. ტრენინგის  მეცხრე დღე დავიწყეთ  წინა მასალების გამეორებით, შევაჯამეთ ყველაფერი ის რაც ამ ცხრა დღის განმავლობაში ვისწავლეთ, თან ტრენერს ვუსვამდით კითხვებს და იგი ჩვეული აქტიურობით და ყურადღებით თანამშრომლობდა ჩვენთან.
ტრენინგის მსვლელობის დროს გადავხედეთ ჩვენს პორტფელიოებს და შევასწორეთ ტრენერის მითითებით, დაშვებული შეცდომები და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
2. ვისწავლეთ იოუტუბზე ვიდეოფაილების ატვირთვა და ბლოგზე გადატანა.
3. თვითოეულმა ჩვენთაგანმა გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაციები, მოვისმინეთ ერთმანეთის რჩევები რასაც გავითვალისწინებთ ჩვენს სამუშაო პრაქტიკაში. ერთმანეთს გაუზიარეთ შთაბეჭდილებები.
4.   ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგი.
    ჩატარებულ ტრენინგებს  შორის,  რასაც  კი დავსწრებივარ,ინტელის ძირითადი  სასწავლო  კურსი  ყველაზე მეტად მომეწონა, ძალზე საინტერესო იყო, რადგან აქ შევისწავლეთ პროექტებით სწავლება.  გავეცანით  რვა მოდულს.
     პირველ  დღეს  გავეცანით  ინტელის ძირითადიკურსის მიზნებს, გავეცანით გზამკვლევს,  ვისწავლეთ რა არის ვიუერი, ჩეკლისტი,შევქმენით  პორტფოლიოს  საქაღალდე , შევქმენით   ბლოგი.
     მეორე დღეს   მიმოვიხილეთ პროექტები, დავამზადეთ  ბუკლეტები. ვისწავლეთ   ბლოგში სურათის  ჩაცმა.
   მესამე დღეს  გავაცანით სტანდარტს, ვიმუშავეთ  პროექტის გეგმაზე.  გავიგე,  რა არის მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვები .
   მეოთხე დღეს   განვიხილეთ შეფასებები. შევადგინეთ  დროში გაწერილი  გეგმები, შევისწავლეთ  პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაცია,  პორტფოლიოს  შექმნა  და ბლოგზე გადატანა.
       მეხუთე დღეს ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, კომენტარები  ბლოგზე,  შევქმენით  მოსწავლის ნიმუშის  ბლოგი.ვისწავლეთ ბლოგის   სათაურის შეცვლა,   ბლოგის წაშლა,  აღდგენა. ვისწავლეთ, რომ გაჯეტი არის ტექნოლოგიური ინსტრუმენტი.
      მეექვსე დღეს    გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციას,  შეფასებებს,  ვიმუშავეთ ბლოგზე.
   ტრენინგის  მე- 7  დღეც საინტერესო  გამოდგა.ამ  მოდულში გავეცანით,   რომ პროექტზე  მუშაობისას   აუცილებლად  გათვალისწინებული  უნდა იყოს  ყველა  მოსწავლის საჭიროება.   ვისწავლეთ   ბლოგის  გაჯეტში   საათის ჩასმა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
     მერვე დღეს  შევქმენით  ფასილიტაციის  რესურსი. გადავხედეთ  პორტფოლიოს, ავტვირთეთ   ბლოგზე.
       ტრენინგის  მე-9 დღეს      ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ  წარადგინა  პროექტი.
   პედაგოგებმა  ერთხმად აღნიშნეს, რომ ინტელის  სასწავლო პროგრამა აქტუალურია, რადგან  ამ პროგრამით  21-ე  საუკუნის იმ უნარ- ჩვევებს  ვთავაზობთ მოსწავლეებს, რომელთა გარეშეც  დღევანდელი სკოლა წარმოუდგენელია.მე  კი,  პირადად , ჩემ  მიერ შეძენილ ცოდნას  გამოვიყენებ  მასწავლებლის  პორტფოლიოს  შესაქმნელად.
     მინდა მადლიერებით აღვნიშნო ტრენინგის მონაწილეთა კოლეგიალური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი და, რაც მთავარია, ტრენერის, ქალბატონ ქეთევან  ცერაძის, მაღალპროფესიული დონე, მისი ენერგიულობა და მზადყოფნა, ნებისმიერი ჩვენგანისათვის გაეწია დახმარება ან კონსულტაცია.
    ტრენინგი პირადად ჩემთვის საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.
    გმადლობთ!

Saturday, June 28, 2014

ტრენინგის მერვე დღე

1. ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით
2. ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა.
3. გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს . შევასწორეთ და დავასათაურეთ .
4. ჩვენი პროექტის პორტფოლიო გადავიტანეთ ბლოგზე.  შევქმენით - სიის გაჯეტი.

Monday, June 23, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

1. წინა მასალის გამეორება.
2. ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება.
3. ბლოგზე გვერდების დამატება.
4. პროექტის გეგმაზე მუშაობა.

Sunday, June 22, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

1.ინტელის სასწავლო კურსის მეექვსე დღე დავიწყეთ გამეორებით გავიმეორეთ და გავიხსენეთ წინა დღეების მასალები.
2. ვიუერში გავეცანით შეფასების რუბრიკებს და დავწერეთ ჩვენი თემის შესაბამისი შეფასებები
3. ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციებზე. შევქმენით მოსწავლის შესაბამისი პრეზენტაციების ნიმუში და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.
4. პროექტის გეგმების გადახედვა, დავათვალიერეთ ინტელის სასწავლო კურსში პროექტის გეგმები.

Saturday, June 21, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

1. მეხუთე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით, გავიმეორეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა. ბლოგში სურათების ჩასმა.

2.ინტელის სასწავლო კურსიდან ვისწავლეთ მესამე მოდულიდან გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ავაბათ გამოყენებული ლიტ მისამართები ჩვენს ბლოგს.
3. ვიმუშავეთ მისწავლის ბლოგის ნიმუშზე. ვისწავლეთ გაჯეტები, ჩავსვით გაჯეტად სურათი. გამოკითხვა. საათი და კალენდარი. HTML.

Saturday, June 7, 2014

მესამე დღე

                                     



  1. გამეორება. გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალები.

   2. ინტელის სასწავლო კურსის პროექტის გეგმაზე მუშაობა.

   * სტანდარტის დადგენა
   * მიზნის განსაზღვრა
   * მიმართულების მიმცემი კითხვები.

 3. ბლოგზე მუშაობა.
     ვისწავლეთ ბლოგის წაშლა და აღდგენა. ასევე ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცლა.        და გავიხსენეთ ფონები. ვისწავლეთ ლინკების შექმნა და დაკავშირება.

Sunday, June 1, 2014

ტრენინგის მეორე დღე


1. საშინაო დავალება. პროექტების მიმოხილვა. ყველამ დავასახელეთ ჩვენს მიერ არჩეული პროექტები და მიმოვიხილეთ თუ რატომ ავიეჩიეთ ესა უ ის თემები, განვმერტეთ თუ რა შედეგს მოიტანს მოსწავლეებისთვის აღნიშნულ პროექტზე მუშაობა.

2. გამეორება. გავიხსენეთ წინა დღეს ნასწავლი მასალები.

3. ტექსტური რედაქტირება.  ბუკლეტებისთვის საჭირო ინსტრუმენტების გაცნობა.

4. ბუკლეტის დამზადება. დავამზადეთ და გავაფორმეთ ბუკლეტები პროექტის შესახებ.

5. ბლოგზე მუშაობა, სურათების ჩასმა.